„კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე გერმანია საქართველოს მთავრობას მხარს უჭერს“, – ეს განცხადება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა მედიასთან გააკეთა. სვენია შულცემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, დიდი ევროპული ოჯახის წევრია და მისთვის ევროკავშირის კარი ღიაა. მინისტრი ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მიესალმება და ამბობს, რომ ახლა იმ რეფორმების გატარების დროა, რომელიც ევროსაბჭომ საქართველოს მთავრობის წინაშე დააყენა.