სვანეთში 58 წლის ტურისტი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ოთხკაციანი ჯგუფი მწვერვალ თეთნულდის დალაშქვრას ცდილობდა, რა დროსაც სლოვაკეთის მოქალაქე სიმაღლიდან მოწყდა.
დაღუპულის ცხედარი სამაშველო სამსახურმა მესტიაში ვერტმფრენით გადაასვენა. რაც შეეხება ჯგუფის დარჩენილ სამ წევრს, მათ დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ ფეხით დაეშვნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათთან მუდმივ კავშირზეა სამაშველო სამსახური.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.