პრემიერ-მინისტრმა მესტიაში განცხადებები გააკეთა, სადაც სახალხო დღესასწაული სვანეთობა აღინიშნება. მესტიის ცენტრში, ყველა ადმინისტრაციული ერთეული წარმოადგენს ხალხური რეწვის ნიმუშებს, ხელნაკეთ ნივთებს, ტრადიციულ სვანურ ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და საოჯახო ნივთებს. იმართება ტრადიციული სვანური სამზარეულოს მასტერკლასები. მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე აჟღერდება სვანური ხალხური სიმღერები. გვიან საღამოს კი, სვანეთობის დღესასწაულს მესტიაში გალა კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.