სვანეთობა - სახალხო დღესასწაული

მესტიაში სახალხო დღესასწაული სვანეთობა აღინიშნება.

მესტიის ცენტრში, ყველა ადმინისტრაციულმა ერთეულმა ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები წარადგინა. ადგილობრივებსა და სვანეთობაზე ჩასულ სტუმრებს საშუალება აქვთ სვანური კერძები დააგემოვნონ.

წელს სვანეთობას პრემიერიც დაესწრო.