სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს შვედი კინორეჟისორი, რუბენ ოსტლუნდი ესწრება. მსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა ფესტივალის სტუმრებისა და ახალგაზრდა რეჟისორებისთვის ჰაწვალზე მასტერკლასი ჩაატარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობდა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მეტი გაეგოთ კინორეჟისორის პროფესიული გამოცდილების, ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მესტიაში საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ უკვე მეოთხედ ტარდება და მისი მიზანი ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების მხარდაჭერაა. ფესტივალი ხვალ დაიხურება.