სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი

მესტიაში, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ მიმდინარეობს.

ფესტივალი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით მეოთხედ იმართება. ფესტივალზე უჩვენეს რუბენ ოსტლუნდის ფილმი „კვადრატი”. ჩვენებას რეჟისორიც დაესწრო. მაყურებელს მან სიტყვით მიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის, „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელია. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი იხილავს მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ და სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს, ასევე ქართული მუნჯი კინოს ნიმუშებს.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ 15-21 ივლისის ჩათვლით იმართება.