სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დააჯილდოვეს.
სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სამი წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ.