სუს-ის სასწავლო ცენტრის პროექტი „უსაფრთხოების სკოლა“

„უსაფრთხოების სკოლის“ მეოთხე სეზონი დაიწყო.

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებიდან 22 სტუდენტი შეირჩა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღებენ. ასევე შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებას, თავის დაცვას და გაივლიან ფიზიკური მომზადების კურსს.