როდის მოხდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ორი ახალგაზრდას დაბრუნება, ჯერ უცნობია. კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცები გუშინ დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აიყვანეს.
მმართველი გუნდის განცხადებით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას აგრძელებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართულობაა აუცილებელი. ოპოზიცია კი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.