ჰქონდათ თუ არა თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დაკავებულ პირებს ახმედ ჩატაევის დაჯგუფებასთან დანაშაულებრივი კავშირი: დღეს პირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახმაურებულ საქმეზე ვიდეომასალას ასაჯაროებს.
გამოძიების ინფორმაციით, კადრებში თამირლან მაჩალიკაშვილთან ერთად ჩატაევის ჯგუფის ორი წევრიც ჩანს. პანკისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მძიმედ დაჭრილი მაჩალიკაშვილის მამა დღეს გამოქვეყნებულ მასალაში მისი შვილის ბრალეულობას ვერ ხედავს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ 19 წლის ახალგაზრდას ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
ვიდეოკადრების გასაჯაროების გარდა, სუს-ში გამართულ დღევანდელ სპეციალურ ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენეს მაჩალიკაშვილის საბანკო რეკვიზიტებიც.
გურამ როგავა განაგრძობს თემაზე საუბარს