გაზრდილი ჰიბრიდული საფრთხეები, პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების მცდელობა, ანტიდასავლური განწყობების გაძლიერების სურვილი – სუს-ი განვლილ წელს აჯამებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგს ამზადებდნენ, რაც უწყებამ აღკვეთა. დოკუმენტში საუბარია უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების აქტივობებზე და საქართველოს საგარეო კურსის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის გააქტიურებაზე, ასევე პოლარიზაციის მატების მცდელობებზე. უკანონო სამხედრო აქტივობები, განგრძობითი ოკუპაცია, გატაცებები, ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, თამაზ გინტურის მკვლელობა – მთავარ საფრთხედ და გამოწვევად ისევ ოკუპაციაა დასახელებული. ანგარიში ტერორისტული საფრთხეების გასანეიტრალებლად და კორუფციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსაც მოიცავს.
ინფორმაცია ფაქტების გარეშე – საანგარიშო დოკუმენტს ოპოზიციისგან კრიტიკა მოჰყვა.