სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს. განსაკუთრებული აქცენტი კი საცხობებზე, კერძოდ კი სახაჭაპურეებზე კეთდება. მოკვლევის მთავარი მიზანია, დადგინდეს, რა წარმოების ყველს იყენებენ წარმოებაში.
ამ ეტაპზე, დედაქალაქის მასშტაბით, 32 ობიექტი შემოწმდა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის, დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი. სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აიღეს.