სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სიყვარულისა და ახალგაზრდების მფარველის სურბ სარგისის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია ტარდება, რის შემდეგაც ახალგაზრდობის კურთხევის წესი სრულდება. სურბ სარგისის დღესასწაული გარდა საეკლესიო წესისა, ხალხური ტრადიციებითაც აღინიშნება. წინასადღესასწაულო ცერემონია თბილისში, „სურბ გევორგის“ ტაძარში გაიმართა, სადაც წინასადღესასწაულო ღვთისმსახურება შესრულდა და მრევლს ტრადიციულად მარილიანი კვერები დაურიგეს.