სუპერმარკეტი „მადაგონი“ განცხადებას ავრცელებს და საარჩევნო პროცესში მონაწილეობას უარყოფს. ის სიცრუეს და სიყალბეს უწოდებს პოლიტიკური პარტიის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას და ამბობს, რომ სასაჩუქრე ვაუჩერების გაცემა დამკვიდრებული პრაქტიკაა და ეს არანაირად არ უკავშირდება საარჩევნო პერიოდს. შეგახსენებთ, რომ შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე, ბრიფინგი გუშინ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ გამართა, რომელმაც კონკრეტული სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელები „ქართული ოცნების“ დახმარებაში დაადანაშაულა. თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ობიექტები „ოცნების“ მიერ დარიგებულ 50-ლარიან ვაუჩერებს ანაღდებენ. ეს კი მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვაა.