დღეს სულთმოფენობაა. საქართველოში მოქმედ ტაძრებსა და ეკლესიებში დილიდან საზეიმო წირვა ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა და მისმა მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინეს, რის შემდეგაც, ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. სულთმოფენობა – ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაულია, რომელიც ამაღლებიდან 50-ე დღეს აღინიშნება.