„ევროვიზიის“ ქართველი კონკურსანტის კლიპის გადაღებები დასრულდა.
ოთო ნემსაძის მიერ შესრულებული „სულ წინ იარეს“ ვიდეორგოლს მაყურებელი საქართველოს პირველი არხის ეთერში 8 აპრილს ნახავს. კლიპში, რომლის მთავარი გზავნილი ერთად ყოფნა და ერთიანობაა, მავთულხლართებიც ჩანს.