აყრილი იატაკი, ჩამონგრეული ჭერი და დაჭაობებული ტერიტორია.
ავარიული მდგომარეობის მიუხედავად, უკვე წლებია პაციენტებს ამ პირობებეში ემსახურება ლანჩხუთში, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფლის ამბულატორია. ადგილზე ტარდება პროფილაქტიკური ვაქცინაცია და ხორციელდება დაკვირვება ონკოლოგიურ ავადმყოფებზე. ადგილობრივები დახმარებას და შენობის სასწრაფო რეაბილიტაციას მოითხოვენ.