ავარიული საბავშვო ბაღი

ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში მდებარე საბავშვო ბაღს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება.

ავარიული შენობის გამო სკოლამდელი დაწესებულება უკვე მესამე წელია საცხოვრებელ სახლშია განთავსებული და ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. თანამშრომლები და მშობლები ბაღის ძველ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უკვე წლებია ითხოვენ, თუმცა ადგილობრივ ბიუჯეტში საჭირო თანხა ამ დრომდე ვერ მოიძებნა.

პრობლემის მოგვარებამდე ბავშვებს უმძიმეს პირობებში უწევთ ყოფნა.