„სუფრის ყურძენი - შესაძლებლობები საქართველოსთვის“ - რეგიონული კონფერენცია
საქართველოს სუფრის ყურძნის წარმოების პოტენციალის განვითარების მიზნით, მწარმოებლებისთვის კონფერენცია ,,სუფრის ყურძენი-შესაძლებლობები საქართველოსთვის“ გაიმართა. რეგიონული კონფერენცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ევროპის რეკონსტრუქციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კონფერენციაზე განიხილეს მაღალი ხარისხის სუფრის ყურძნის წარმოება ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის და მოლდოვასა და ცენტრალურ აზიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე ისაუბრეს. შეხვედრას ფერმერები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.