სტუდენტური სესხები

განათლების სამინისტროს ახალ სტრატეგიაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხია დასახელებული. თუმცა უწყებას ჯერ ისევ არ აქვს შემუშავებული ზუსტი კონცეფცია, თუ რა გზით უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. ქვეყანაში დღემდე არ მოქმედებს სტუდენტური სესხების გაცემის მოდელი, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გამო სტატუსშეჩერებული ახალგაზრდების დახმარების მთავარი წყარო იქნებოდა. თუმცა, როგორც ირკვევა, სტუდენტის სტატუსის შეჩერების ერთადერთი მიზეზი შესაძლოა მხოლოდ ფინანსური პრობლემა არ იყოს. მითუმეტეს, რომ ამ კატეგორიის ახალგაზრდების სიაში სახელმწიფოს მიერ 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებიც აღმოჩნდნენ.