სტუდენტების შეხვედრა პრემიერთან

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ შერჩეულ სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდა დღეს პრემიერ-მინისტრი. ღონისძიება არაფორმალურ გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის სტიპენდიანტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრებიან, საქართველოში დაბრუნდნენ  და მიღებული გამოცდილება ისევ საკუთარ ქვეყანას მოახმარონ. განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაარსდა და დღემდე საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა 1150-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსა.  წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა 150 სტიპენდიანტი გამოავლინა. შეხვედრას კოჯორში დღეს განათლების მინისტრიც ესწრებოდა.