თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო მღელვარება არ წყდება.
სტუდენტების ერთი ჯგუფი რექტორის კაბინეტში შეიჭრა. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, დაშავდა დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, რომელთა ჰოსპიტალიზირება გახდა საჭირო. მოთხოვნა უცვლელია – მოძრაობის, „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრები რექტორის გადადგომას და გამოცდების ონლაინ-ფორმატში ჩატარებას მოითხოვენ იმ არგუმენტით, რომ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თბილისში ბინების ქირაობას ვერ ახერხებენ. აქციის მონაწილეებისთვის არასაკმარისია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ორი დამატებითი საგამოცდო ცენტრი გაიხსნა და თბილისის გარდა სტუდენტებს გამოცდების ჩაბარება ახალციხესა და ქუთაისშიც შეეძლებათ.
გენო ოსიყმაშვილი მუშაობს უნივერსიტეტში.