თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციები დაიწყო.
სტუდენტთა ერთი ჯგუფი რექტორის გადადგომას ითხოვს. მღელვარება, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში სწავლების აუდიტორიებში გაგრძელების გადაწყვეტილებას მოჰყვა, ახალი მოთხოვნებით გრძელდება. ახალგაზრდების ნაწილი ამჯერად გამოცდების ონლაინ ჩატარებას, ან რეგიონებში საგამოცდო ცენტრების დამატებას ითხოვს. აქციაში ძირითადად სხვადასხვა რაიონში მცხოვრები სტუდენტები მონაწილეობენ, რომლებიც ამბობენ, რომ კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დედაქალაქში დაბრუნებას და ბინების ქირაობას მაღალი ფასების გამო ვერ ახერხებენ.