სტრუქტურული ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დამტკიცდა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.

უმრავლესობა გეგმავს, მიმდინარე კვირაში საკითხს მესამე მოსმენითაც უყაროს კენჭი, რის შემდეგაც გიორგი ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოს ახალი კაბინეტის შემადგენლობას წარუდგენს.

მეორე მოსმენის პროცესში გაითვალისწინეს შენიშვნები, რომლებიც სამინისტროების სახელწოდებებს ეხება.

დეპუტატებმა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებისთვის სახელის შეცვლის ინიციატივას მხარი დაუჭირეს.