სტრუქტურული ცვლილებების განხილვა პარლამენტში

საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვა გრძელდება პარლამენტში. დეპუტატები ცვლილებათა პაკეტს დღეს მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ. კვირის ბოლომდე უმრავლესობა საკითხის დამტკიცებას მესამე მოსმენით გეგმავს, რის შემდეგაც, პრემიერი საკანონდებლო ორგანოს ახალი კაბინეტის შემადგენლობას წარუდგენს.

ორი სამინისტროს დასახელებაზე არსებული შენიშვნების გათვალისწინებას მმართველი გუნდი დღესვე გეგმავს.

იცვლება განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების სახელწოდებები.