„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ლარის კურსის გაუფასურების შედეგად ქვეყანაში გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა და ვითარების გასაუმჯობესებლად სამპუნქტიანი გეგმა წარადგინა. ანტიკრიზისული გეგმა სწრაფი, კომპლექსური და სისტემური ეკონომიკური რეფორმების გატარებას, ხელისუფლების ცვლილებასა დ მულტისავალუტო რეჟიმის შემოღებას ითვლისწინებს. ვაშაძეს მიაჩნია, რომ კრიზისიდან თავის დასაღწევად, ასევე მძლავრი რეფორმები და ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო.