„სტრატეგია აღმაშენებლის“ სამპუნქტიანი გეგმა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ლარის კურსის გაუფასურების შედეგად ქვეყანაში გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა და ვითარების გასაუმჯობესებლად სამპუნქტიანი გეგმა წარადგინა. ანტიკრიზისული გეგმა სწრაფი, კომპლექსური და სისტემური ეკონომიკური რეფორმების გატარებას,  ხელისუფლების ცვლილებასა დ მულტისავალუტო რეჟიმის შემოღებას ითვლისწინებს.  ვაშაძეს მიაჩნია, რომ კრიზისიდან თავის დასაღწევად, ასევე მძლავრი რეფორმები და ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო.