გიორგი ვაშაძემ საპატრულო პოლიციის რეფორმის პროექტი წარადგინა. მისი თქმით, პარტიის საარჩევნო პროგრამაში, ძალოვანი სტრუქტურის ძირეულ ცვლილებებია პრიორიტეტული. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, რეფორმა ხელს შეუწყობს პოლიციისთვის მოტივაციის გაზრდას, რათა პოლიციელებმა დამსახურებულად და საზოგადოებისთვის საჭირო ადამიანებად იგრძნონ თავი.