„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის ბრიფინგი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის აგენტ-რეზიდენტების არსებობაზე საუბრობს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ასეთ უმაღლეს თანამდებობაზე დაახლოებით 15 პირია და მათ ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე. გიორგი ვაშაძის ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.