„სტრატეგია აღმაშენებელმა“ პარლამენტში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაარეგისტრირა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივით უმაღლეს სასწავლებლებში ნასამართლევი პირის რექტორად არჩევა აიკრძალება და რექტორს სასწავლებლებში პირდაპირი წესით პტოფესორ-მასწავლებლები აირჩევენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილებები ტექნიკურ უნივერსიტეტში ბოლო დროს რექტორთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას უკავშირდება. უკვე ცნობილია, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება. მმართველი გუნდი გიორგი ვაშაძეს ურჩევს წერტილოვანი რეფორმების ნაცვლად განათლების კომიტეტს შეუერთდეს და ჩაერთოს უმაღლესი განათლების სექტორის კომპლექსურ რეფორმირებაში.