„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება

წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ „სტრატეგია აღმაშენებელში“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თეონა ჭალიძე მოსკოვის გამზირზე, ცესკო-ს 29 საარჩევნო უბანზე არსებულ კანონდარღვევაზე მიუთითებს. როგორც ის აღნიშნავს, საარჩევნო უბნის შენობაზე საარჩევნო კოდექსის დარღვევითაა გაკრული „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კახიშვილის საარჩევნო ბანერი. დღესვე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები საჩივრით მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.