„სტრატეგია აღმაშენებლის” ბრალდება მერიას. თეონა აქუბარდიას განცხადებით, თბილისის მერია პარტიას მათ მიმართ დაწესებული საჯარიმო სანქციებით წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის. მისივე თქმით, მიმდინარე წელს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საბანკო სესხებზე პროცენტების განახევრების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რისთვისაც თბილისის მეტროსადგურებთან მცირე ზომის კარვები განათავსა, რაზეც 70 000 ლარით დაჯარიმდნენ.
პარტიის სპიკერის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მერიის მხრიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართ გატარებული სანქციები ირღვევა.