„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაბრუნება მოითხოვეს. ასევე, მათი განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით იყო ბევრი დაპირება, რაც რეალურად არ სრულდება. მათ შორის მათ სტუდენტების რაოდენობა დაასახელეს.