„სტრატეგია აღმაშენებელში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საავადმყოფოებში საწოლების საკმარისი რაოდენობა არ არის და კლინიკებში ყველა ტიპის, მათ შორის კოვიდ-დადასტურებული პაციენტების სხა პაციენტებთან შერევა ხდება. როგორც „სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, ამის დამადასტურებელი, მათთვის მიწოდებული კადრები საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაღებული.
ინფორმაციის გადასამოწმებლად პირველი არხი საჩხერის სამედიცინო ცენტრს დაუკავშირდა, თუმცა ჩვენს ზარებს კლინიკაში ამ დრომდე არ პასუხობენ.