„სტრატეგია აღმაშენებელის“ საარჩევნო კამპანია

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება. მისივე განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაგეგმილი ჰქონდა 20 აგვისტოდან ხალხის მონაწილეობით ფართომასშტაბიანი წარდგენები, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ მათ გეგმებში ცვლილებები შეიტანა. პარტიის ლიდერები მოქალაქეებს პირისპირ ხვდებიან და ყველა რეგიონში მუშაობენ.