„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება.
რატომ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ ევროსასამართლოს მიუკერძოებლობა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც წლებია აცხადებენ, რომ დასავლური კურსისა და ევროპული ღირებულებების მომხრე არიან. ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილისა და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებისგან, ევროსასამართლომ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისიც კი თქვა, რომ აზერბაიჯანელი მოსამართლის დახმარებით, „რუსთავი 2“ ხელისუფლებამ დავით გარეჯში გაცვალა. თუმცა, აზრი ორად იყოფა თავად ყოფილ სახელისუფლებო გუნდში.
სტრასბურგის სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შეტანა მიუღებელია, როგორც სხვა ოპოზიციონერი პოლიტოკოსებისა და მმართველი გუნდის, ისე არასამთავრობო სექტორისთვის. ისინი მსგავს შეფასებებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად მიიჩნევენ.