სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოდან გაგზავნილ კიდევ ერთ საქმეზე გამოავლინა დარღვევები. საუბარია ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ნიკოლოზ გოგუაძეზე. სტრასბურგის სასამართლომ მის მიმართ ევროკონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა. საუბარია წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვაზე.

2011 წლის 26 მაისს დაკავებული გოგუაძე ჰყვება, რომ სასურველი ჩვენების მიღების მიზნით ის პოლიციის განყოფილებებში რამდენჯერმე გახდა ძალადობის მსხვერპლი.

სახელმწიფო ამბოხში დადანაშაულებულმა მოქალაქემ ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით 2012 წელს დატოვა. მისი საქმის ხელახალი გამოძიება საქართველოში ამ დრომდე გრძელდება.