სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

რუსეთმა არ უნდა აღიაროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება – ასეთია რუსი პოლიტიკოსების შეფასებები.

რუსი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რუსეთს არ აქვს ვალდებულება, აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

რუსი სენატორის, ანდრეი კლიშასის განცხადებით,  გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია და რუსეთს აქვს შესაბამისი ბერკეტები.

რუსი დეპუტატების საპასუხო კომენტრაბი გაკეთა თბილისში. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ რუსეთი ევროპული კონვენციის ერთ-ერთი მხარეა და შესაბამისად  ვალდებულია, სტრასბურგის გადაწყვეტილება აღასრულოს. ქართველი დეპუტატები კი, აცხადებენ, რომ ქართული მხარე ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა გადაწყვეტილება აღსრულდეს.