სტოლტენბერგი - საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს და ამ პროცესში ვერავინ ჩაერევა
საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს და ამ პროცესში ვერავინ ჩაერევა, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა კანადაში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და ცოტა ხნის წინ მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანება, ამის ნათელი დადასტურებაა. იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინაში რეფორმების გაგრძელების და თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
ნატო-ს გენერალური მდივნის გაცხადებას დღეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა. იან კელიმ ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.