კახეთში, მიმდინარე წლის 12 მაისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 5000-ზე მეტ ადამიანს, საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და სურსათი ჩაუტანა. საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ მოქალაქეებს ჰუმანიტარული ტვირთი „წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის“ მხარდაჭერით გადასცა.