ჭუბერში სტიქიის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ფაქტობრივად, დასრულდა თავდაცვის სამინისტროს საპანელო დროებითი ხიდის კონსტრუქციის აწყობა. უკვე დღის მეორე ნახევარში მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე შესაძლებელი იქნება მძიმე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა. მიმდინარეობს ნაპირსამაგრი და გაწმენდითი სამუშაოები.
მოსახლეობას დაურიგდა პირველადი მოხმარების პროდუქტები, ეს პროცესი დღესაც გაგრძელდება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, რამდენიმე სოფელი დარჩა, სადაც რთული რელიეფის გამო, სპეციალისტები, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ დენის მიწოდების აღდგენას.