ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ 18 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ქარმა მოგლიჯა ხეები და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა ქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგა. გზების გაწმენდისა და სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ვითარებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე ადგილზე გაეცნენ. შესაბამისი კომისია ახლა სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.