სტიქიის შედეგები შიდა ქართლში

ქართლში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის სოფლები – ტახტისძირი და დვანი დააზარალა. განადგურებულია ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები და ავტომანქანები. სოფელ დვანში ქარმა სახურავი ერთ შენობას გადახადა. ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა, რომელიც ადგილობრივების თქმით, დაახლოებით ოცი წუთი გაგრძელდა. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.