კახეთში ზარალს ითვლიან.
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა საგარეჯოს სოფლებში მძიმე კვალი დატოვა. ადილობრივებს მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურდათ. დაზარალებულები სადაზღვევო პოლისებით არ სარგებლობენ, ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზრაურებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ. უამინდობის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. სტიქიის ზონაში სპეციალური კომისიაა შექმნილი.