აჭარასა და გურიაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. არის მსხვერპლი.
ქობულეთში წაქცეულმა ხემ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძლიერი ქარის შედეგად დაინგრა ჩაქვში მდებარე სახლი, დაზიანებულია შენობები, სახლების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები შეიქმნა. უამინდობამ მძიმე კვალი დატოვა სამეგრელოს ორ რაიონშიც.