სტიქიის მძიმე შედეგები.
უხვი ნალექის შედეგად ყველაზე მეტად საგურამო და გორი დაზარალდა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზიანა წყალმომარაგების სისტემა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილს წყალი ახლაც არ მიეწოდება. განადგურდა სასოფლო-სამეურნეო მიწები, მოსავლის ნაწილი, დაიტბორა სახლების პირველი სართულები. მცხეთა-მთიანეთში ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობაც შეფერხდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმები მომდევნო დღეებშიც მოსალოდნელია.