სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სვანეთში - უახლესი ინფორმაცია ადგილიდან
სვანეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. წვიმის შეწყვეტის მიუხედავდ, ჭუბერში კვლავ რთული ვითარებაა. მდინარის წყლის დონე ჯერ დაკლებული არ არის და გზის კაპიტალური შეკეთება მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი. რამდენიმე სოფელი კვლავ რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი, ასევე დანგრეულია სახლები და წაღებულია ხიდები.
სტიქიის ზონაში ჩავიდა პრემიერიც. მისი ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობის წყლით და საკვებით უზრუნველყოფა ხდება. ჭუბერში მუშაობენ “მოამბის” გადამღები ჯგუფებიც, ირმა ჭოლაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.