რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში უკვე ჩავიდნენ ექიმები, რომლებიც მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ხვალიდან კი ვერტმფრენების საშუალებით, მოძრავი სასურსათო მაღაზიები დაიწყებენ გადაადგილებას იმისთვის, რომ ადგილობრივებმა საჭირო პროდუქტები შეიძინონ.
ხუთ სოფელს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება, 11 სოფელს კი დენის მიწოდება უკვე აღუდგა. მიმდინარეობს მუშაობა შემოვლითი გზების მოწყობაზე, რომ ხუთ სოფელთან დაკავშირება შესაძლებელი გახდეს. სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის საავტომობილო მოძრაობა აღდგა, თუმცა, ონის მუნიციპალიტეტთან ამ სოფლების დაკავშირება ისევ ვერ ხერხდება. ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ამინდის გაუარესების გამო, გუშინდელი დღიდან ფრენები ონის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებულია.