რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მოქალაქეთა გამოყვანა საკურორტო და სტიქიის ზონიდან, ასევე მოქალაქეების საკვებითა და მედიკამენტებით მომარაგება. გრძელდება ცენტრალურ მაგისტრალზე კრიტიკული ობიექტების შემოვლითი გზის აღდგენა. სტიქიის ზონაში, ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერი გაემგზავრა.
ირმა ჭოლაძე სტიქიის ზონაში მუშაობს და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.