კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი – ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ განსაკუთრებით სწორედ ეს მუნიციპალიტეტები დააზარალა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რამაც დამატებითი პრობლემები შექმნა.
დატბორილია სასოფლო სამეურნეო მიწები, განადგურებულია მოსავალი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. კახეთში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნალექი 13 მაისამდე გაგრძელდება.
ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი.